ამერიკის სახელმწიფო მდივნის უკვე მეორე ვიზიტი ჩინეთში.
ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ საკითხებზე უთანხმოების ფონზე პეკინში გამართულ მოლაპარაკებებს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეკონომიკური ლიდერობის თემა, ტაივანი, უკრაინა, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა – გლობალურ თემებზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა ისევ ნარჩუნდება. მხარეები მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის რისკების არსებობაზე და მათთან ბრძოლის გზებზე შეთანხმდნენ. ჩინეთში ამერიკელი მაღალჩინოსანი კონკრეტული მოთხოვნებით და წინადადებებით ჩავიდა. გამოსვლების დროს აშშ-ის პირველ დიპლომატთან შედარებით მკაცრი იყო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტონი. ახსენეს წითელი ხაზებიც. ბოლო წლებში ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა და ურთიერთობა დაბალ ნიშნულზე იყო. თუმცა ბოლო თვეებში კავშირების ნორმალიზების ნიშნები გაჩნდა.