ორთაჭალაში, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ალტერნატიული კულტურული სივრცე მოეწყო. კულტურის ახალი ლოკაცია საზოგადოებას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. მოწვეულ სტუმრებს შორის ძირითადად სახელოვნებო სფერო წარმომადგენლები არიან.
ახალ სივრცეში მსახიობებსა და რეჟისორებს წარმოდგენებისა და რეპეტიციების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ. ახლა ტერიტორიაზე მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი მიმდინარეობს. ღონისძიება რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება.
თათია კუჭუხიძე მოგვიყვება, როგორი გამოვიდა კულტურის ახალი სივრცე?