საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობას ზეიმობს.
პანდემიის მიუხედავად, მრავალწლიანი ტრადიცია არც დღეს დაირღვა – თბილისსა და რეგიონებში საშობაო რიტუალი, ალილო მოეწყო. თუმცა, კორონავირუსის გამო დედაქალაქში ტრადიციული თეატრალიზებული მსვლელობა არც წელს გამართულა. სასულიერო პირების მიერ ავტომობილებით მსვლელობა სამების ტაძართან ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდა. შეგროვდა საშობაო ნობათიც, რომლებსაც ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაუნაწილებენ.
თბილისისგან განსხვავებით, მე-5-მე-6 საუკუნეებში დანერგილი და პატრიარქის მიერ წლების წინ აღდგენილი ალილოს თეატრალიზებული მსვლელობები მოეწყო სხვადასხვა ქალაქში.