ლუვრის მუზეუმის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი ფერმწერი ალექსანდრე ვაშაყმაძე გამოფენას ხელოვნების სასახლეში მართავს.
ხელოვანი ექსპოზიციისთვის და ქართველ დამთვალიერებელთან შესახვედრად დიდხანს ემზადებოდა. გამოფენაზე, რომელსაც „გამოსვლა“ დაარქვა, სხვადასხვა დროის შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათი ნაწილი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქნა, მეორე ნაწილი კი რომელიც ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი აქამდე გამოფენილი არსად ყოფილა.