პარლამენტისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.
ბარამიძე კანდიდატებს დაჯგუფების წევრებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის სათავეში ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი დგას, რომელიც თავის მხრივ, „ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ვიდრე ის ხელისუფლებაში იყო, ცდილობდა თამაშის დადგენილი წესებით ემოქმედა, თუმცა არ გამოუვიდა, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადაინაცვლა.