ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება

ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება. პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობასაც მოქალაქეები აპროტესტებენ, ამბობს, რომ მთავრობას უკვე დაავალა ბელარუსის ტვირთები გადაამისამართონ ლიეტუვის პორტებიდან. ლუკაშენკოს თქმით, ლიეტუვის ბიუჯეტის 30%-ს სწორედ ბელარუსის სატვირთო გადაზიდვები შეადგენს.

ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების გამო, ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, ბერლინში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მსჯელობენ. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით,  საზღვარგარეთ კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა შეიძლება მოხდეს ევროპაში, თუ ბელარუსში ვითარება დაიძაბება.