ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ თელავში გადის და თბილისის გზატკეცილს, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებს მოიცავს. პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია.
გარდა ასფალტის საფარისა, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები. ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. მიმდინარე სამუშაოებს კახეთის გუბერნატორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და თელავის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.