ახლობლები და ოჯახის წევრები 23 წლის გიგა გოგიტიძეს ორი კვირაა ეძებენ
უკვე ორი კვირაა, ახლობლები და ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებენ 23 წლის გიგა გოგიტიძეს. იგი ქობულეთში სახლიდან 12 მაისს დილით გავიდა, სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ ჩავიდა ბათუმში და შემდეგ უკანვე ქობულეთისკენ დაბრუნდა, თუმცა, ამის შემდეგ კვალი ქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა, ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. ოჯახის წევრებს დაკარგვის შესაძლო მიზეზებზე ვერსიები არა აქვთ.