„სადზღვარი“ - ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენა
„სადზღვარი“ – ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენა, რომლის ნახვა „თბილისის ისტორიის მუზეუმში“ შეგიძლიათ.
გამოფენა მოიცავს კონცეპტუალური იდეით გაერთიანებული ორი ხელოვანის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორმაში – ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა. ექსპოზიციის მთავარი თემა შემოქმედებითი აზროვნების საზღვრის უსასრულობაა. ავტორთა კონცეფციის თანახმად, ხელოვნებას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს.
ავტორები: მარიამ ფირცხალავა, ბექა გაჩავა.
ახალი დღე