„სადზღვარი“ - ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენა

„სადზღვარი“ –  ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენა, რომლის ნახვა „თბილისის ისტორიის მუზეუმში“ შეგიძლიათ.

გამოფენა მოიცავს კონცეპტუალური იდეით გაერთიანებული ორი ხელოვანის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორმაში – ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა. ექსპოზიციის მთავარი თემა შემოქმედებითი აზროვნების საზღვრის უსასრულობაა. ავტორთა კონცეფციის თანახმად, ხელოვნებას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს.

ავტორები: მარიამ ფირცხალავა, ბექა გაჩავა.

ახალი დღე