ორი თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, პუშკინის სკვერში სახალხო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც მასპინძლები ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლები იქნებიან და წაიკითხავენ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან.

სტუმრები: ნინია მაჭარაშვილი – „თბილისი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი; თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი.

ახალი დღე