ახალი წლისთვის მზადება კახეთში

რეპორტაჟები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

შემდეგ სიუჟეტში თქვენ ნახავთ, როგორ ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად კახეთის რეგიონის სამ რაიონში. ქიზიყელები, ფშავლები და თუშები სადღესასწაულო სუფრას საუკუნეების წინ დაწესებული ტრადიციების და ადათ-წესების დაცვით შლიან. ფშავლების საახალწლო მენიუს განუყოფელი ნაწილია ხაჭო ერბო, რომელიც „იუნესკომ“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ყველა ქიზიყელის სუფრაზე ნახავთ ბასილის კვერებს, კოტორი კი თუშების სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილია. სამივე რაიონში განსაკუთრებული ტრადიციები უკავშირდება მეკვლეობასაც.

ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი მოგვიყვებიან, როგორ ხვდებიან ახალ წელს დედოფლისწყაროს, თელავის და ახმეტის რაიონებში მცხოვრები ოჯახები.