ციცი გურიელის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა მუშთაიდის ბაღში. წიგნი სახელწოდებით „მწარე თაფლი“ 50-მდე ნოველას აერთიანებს. ციცი გურიელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფართოდ გამოწვდილი ხელების“ დამფუძნებელია.
ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან მშობლები, რომელთა შვილებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხაც სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ.