ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე კერძო თეატრი „თოჯინების სახლი“ გაიხსნა. შესრულდა ნიკა საბაშვილის სპექტაკლი „რეჟისორის ცოლი. თოჯინების სახლი“. იქნება მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინური და საგნების თეატრისა, მისი სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს.