„იუეფსის“ პირველი ქართველი ჩემპიონი რუსთავს ესტუმრა.
ილია თოფურიამ მრავალფუნქციური ახალი სპორტული კომპლექსი გახსნა. სპორტის სასახლის მშენებლობა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორსართულიანი დახურული ტიპის თანამედროვე ნაგებობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა აშენებული და რვა სპორტულ სახეობაზეა გათვლილი. გახსნის ცერემონიამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.