ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია EBRD-ის მხარდაჭერით – „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი 74 ერთეული სპეცტექნიკით შეივსო. თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკის ჯამური ღირებულება თითქმის 10 მილიონი ევროა. ავტომანქანების მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ამ ეტაპისთვის შემოსულია 59 ერთეული მანქანა, დარჩენილი 15 ერთეული კი უახლოეს დღეებში შემოვა თბილისში.
კონკრეტულად რისთვის იქნება გამოყენებული ახალი ტექნიკა? – გენო ოსიყმაშვილის ჩართვა ტექნიკის პრეზენტაციიდან.