თავდაცვის ძალები ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება 

ქართულ ჯარს მალე მსოფლიოს ცნობილი კომპანიების მიერ წარმოებული სპეცტექნიკა ექნება.

სპეციალური დანიშნულების და ნატო-ს სტანდარტებზე გათვლილი ავტოტრანსპორტი უკვე შეძენილია და საქართველოში რამდენიმე თვეში ჩამოვა.

გერმანული, იტალიური და ამერიკული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებმა მოძველებული საბჭოთა პერიოდის სპეცტექნიკა მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს. როგორც ირკვევა, მათი გარემონტება უწყებას ერთ წელში საშუალოდ მილიონი ლარი უჯდებოდა.