ახალი სპეცტექნიკა თბილისში

თბილსერვის ჯგუფს ახალი სპეც-ტექნიკა აქვს.

თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ტექნიკა სხვადასხვა სერვისისთვის იქნება გამოყენებული. იგულისხმება სანიაღვრე ქსელების და გარე განათების გამართულად მუშაობა, ნარჩენების შეგროვება და დასუფთავება. მოლოდინია, რომ ახალი ტექნიკა ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სატვირთოები, ქუჩის დასასუფთავებელი მანქანები, ევაკუატორები, სატვირთოები ამწე კალათებით, ასფალტის გადამზიდი მანქანები – სხვადასხვა დანიშნულების 65 ერთეული მანქანა მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით შეიძინა.