ახალი სკვერი საგურამოში

საგურამოში ორ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროცესი „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. პრეზენტაციას მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე ფონდის ჯილდოები, სკოლის მოსწავლეებსაც გადაეცათ, რომლებმაც დავით გურამიშვილის შემოქმედების მიხედვით, ესეები მოამზადეს. დღესვე სკვერში დავით გურამიშვილის ძეგლიც გაიხსნა.