ახალი სკოლა თბილისში

თემქაზე ახალი სკოლა გაიხსნა. 138-ე საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. განათლების მინისტრმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. 138-ე სკოლაში, სადაც 700-მდე მოსწავლე სწავლობს, პროექტის ღირებულება ჯამში 11 მილიონი ლარია.