რუსთავში ტექსტილის ახალი საწარმო გაიხსნა. იგეგმება 4000-მდე ადამიანის დასაქმება. მშენებლობა პანდემიის პერიოდში ხუთი თვის წინ დაიწყო. დღეიდან მუშაობას 700 ადამიანი უკვე შეუდგა. აღნიშნულ საწარმოში მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდების სამოსი შეიკერება. გახსნაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდნენ.