ახალი სატრანსპორტო კვანძი თბილისში

ახალი სატრანსპორტო კვანძი თბილისში. დღეიდან ახალი გზიდან თამარაშვილის ქუჩაზე და ვაკეში მოხვედრა გამარტივდა. საუბარია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, რომელიც სამთვიანი სამუშაოების შემდეგ გაიხსნა. მოლოდინია, რომ ახალი მარშრუტი ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ წერტილში გამტარუნარიანობას გაზრდის და საცობების პრობლემას მოაგვარებს. მითითებულ მონაკვეთზე მოეწყო პანდუსები და ტროტუარები და დამონტაჟდა შუქნიშნები.