თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ

საპროტესტო აქციას მართვას თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა. ადგილობრივი მცხოვრებლები ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ეზოში შეიკრიბნენ. მოქალაქეები დედაქალაქის მთავრობას მიმართავენ და თამარაშვილის ქუჩაზე სკვერის შენარჩუნებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანია ადგილზე მშენებლობის დაწყებას აპირებს და ამის შემდეგ სკვერის გამოყენება მოსახლეობისთვის შეუძლებელი გახდება. თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ.