ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება
2018-2019 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება. ეს ე.წ. სკოლის შიდა რეგისტრაციაა, რომელიც 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. თავდაპირველად, რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში და დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია.
მომდევნო ეტაპი საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს, რომელიც 8 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, ორი ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
სკოლებში რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.