ახალი სასწავლო წლის დაწყება - პრემიერის განცხადება

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 50 ათასზე მეტი პირველკლასელისთვის დაირეკა პირველი ზარი. მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პრემიერმა მიულოცა. სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა. საუბარი შეეხო ასევე სკოლების რეაბილიტაციას.