საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
პირველი ზარი დაირეკა 55 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის, აქედან 48 ათასი საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, დაახლოებით 7 ათასი კი – კერძო სკოლებში. ქვეყნის მასშტაბით, გახსნილია 2 085 საჯარო სკოლა. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება განათლების მინისტრმაც მიულოცა.