ახალი სასწავლო სააღმზრდელო წელი დაიწყო საჯარო ბაღებშიც. თბილისის მერი N 19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალაშენებულ შენობაში იმყოფებოდა და პატარებს წლის დასაწყისი მიულოცა. არსებული ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი მოხდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა, ნომერ 19-ე საბავშვო ბაღს 250-მდე აღსაზრდელი ჰყავს.