ახალი სასწავლო წელი

ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

საგანმანათლებლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ეროვნული დროშა. განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. მათ შორის პირველკლასელები ჭადრაკს შეისწავლიან, სიახლეებია მათემატიკის შესწავლის პროცესშიც. მოსწავლეები ზუსტი მეცნიერების ტერმინოლოგიას ქართულთან ერთად ინგლისურ ენაზეც შეისწავლიან. მაღალი კლასის მოსწავლეები კი საქართველოს ისტორიას ისევ ცალკე საგნად ისწავლიან.

მიმდინარე წელს საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.