თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორი ახალი შენობა ემატება. სასწავლო ადმინისტრაციული შენობა პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ აშენდება, მეორე – სასწავლო სპორტული სივრცე კი ე.წ. მაღლივ კორპუსთან განთავსდება.
უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ამით სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობა და სივრცე გაჩნდება, მოეწყობა თანამედროვე ტიპის აუდიტორიები, რეკრეაციული სივრცე, სტამბა და მუზეუმ-აუდიტორიები. ახალ შენობაში იგეგმება ადმინისტრაციის გადასვლაც, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი კი მთლიანად სტუდენტებს დაეთმობა.