ქართული ინვესტიციით განხორციელებული მორიგი პროექტი. კახეთში მაღალი კლასის სასტუმრო „ბოდბე“ გაიხსნა. სასტუმროს პროექტი სრულად ქართული ინვესტორების მიერ დაფინანსდა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჟანა დიდებაშვილის პირდაპირი ჩართვა კახეთიდან.