აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ის ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2023 წლის ნოემბერში დასრულდება.