„ახალი სკოლის მოდელი“ - შემაჯამებელი ფორუმი

პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიხსნა. სკოლაში პროექტის დანერგვის მთავარი მიზანი პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა, რომელიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მისცემს.

ფორუმის მონაწილეებმა სკოლის უსაფრთხოების, მოსწავლის უფლებების დაცვისა და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს, იმსჯელეს იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებაც, რომლებიც სკოლაში მშვიდ და დაცულ ატმოსფეროს შექმნის.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარი 34 ათასზე მეტი მოსწავლე და 3 ათასზე მეტი მასწავლებელია.

დატოვე კომენტარი