აშშ-ში ახალი საიმიგრაციო რეგულაციები ძალაში შედის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ვიზა H-1B-ის მიღება მნიშვნელოვნად ძვირდება და მოსაკრებელი 215-დან ასი ათას დოლარამდე იზრდება. ხელისუფლების განცხადებით, ამ ნაბიჯით ამერიკელი კადრების დასაქმება წახალისდება, თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ცვლილება ტექნოლოგიურ სექტორზე ნეგატიურად აისახება და კონკურენტულ გარემოს შეასუსტებს. პარალელურად, გრძელდება ქუჩის აქციები. სხვადასხვა შტატში მიგრანტების მხარდამჭერი გამოსვლები სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.