ახალი საგამოცდო წესები მართვის მოწმობის ასაღებად

მომავალ მძღოლებს მართვის მოწმის ასაღებად დამატებით 20 საკითხის სწავლა მოუწევთ. საგამოცდო ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შესახებ ორი კითხვა უკვე დაემატა. შესაბამისად, პოტენციურ მძღოლს ელემენტარული ტექნიკური საკითხების ცოდნა ევალება. მათ შორის გამოსაცდელმა უნდა იცოდეს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა, საბურავში ჰაერის რეკომენდებული წნევის დადგენა და სხვა საკითხები. დღეიდან ცვლილება ამოქმედდა სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვისაც. მათ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დახურულ სივრცესთან ერთად, ქალაქშიც მოუწევთ.