ახალი საფეხბურთო კლუბი

დიდუბის გამგეობა სოციალურ პროექტს ახორციელებს. გამგეობა თბილისის მერიის მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ „დიდუბეს“ დაეხმარა და ყველა საჭირო ინვენტარი უსასყიდლოდ გადასცა. სოციალური პროექტი ახალგაზრდებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და დევნილი, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზეა გათვლილი.

მოამბე