ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ბათუმში

ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles პირველი ობიექტი გაიხსნა. მისი კონცეფცია მთლიანად სპორტულ თემატიკაზეა აგებული. განხორციელებული ინვესტიცია 15 მლნ დოლარს შეადგენს. დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი. ibis Styles სტუმარ-მასპინძლობის სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის – Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.