თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება.
ტერიტორიად ვაზიანის ძველი აეროდრომი შეირჩა. გეგმა 19 მილიონამდე მგზავრის მიღებაზეა გათვლილი. პირველი ფრენების შესრულება 2028 წლისთვის არის ნავარაუდები. სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს. როგორც ირკვევა, მთავრობა მოქმედი აეროპორტის გაფართოების გეგმასაც განიხილავდა, თუმცა კვლევების და გარკვეული მონაცემების შედარების შემდეგ ახალი აეროპორტის მშენებლობა გადაწყდა. მასშტაბური პროექტის ღირებულება მილიარდ 260 მილიონი დოლარია. ახალი აეროპორტის აშენება წინა პრემიერის დროს, ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსდა.
რა ბედი ეწევა მოქმედ აეროპორტს, რომელიც 2007 წლიდან განახლდა და რატომ შეირჩა ვაზიანი – დეტალებს შალვა სუმბაძე არკვევდა.