ახალი საბავშვო ბაღი წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო სათამაშო მოედნები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის. საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასევე, დაასრულა ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 125 და 75 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობ