20 წლიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში საბავშვო ბაღი ამოქმედდა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისთვის ახალი შენობა აშენდა. სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის სამი სოფლის ბავშვებს მიიღებს. ამ სოფლების მცხოვრებლებს ბავშვების ტარება აქამდე ბორჯომის ბაღებში უწევდათ.