აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები, თვალამრიდები. აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.