სკოლების შემდეგ, მუშაობა საბავშვო ბაგა-ბაღებმაც განაახლეს.
პატარებს აღმზრდელები სადღესასწაულო ღონისძიებებით დახვდნენ. ახალ სააღმზრდელო წელს ასობით ბავშვი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტებით აგებულ შენობებში გაატარებს. თუმცა, ბაღების ნაწილმა, ავარიულობის და სხვა მიზეზების გამო, მუშაობა ვერ განაახლა. დედაქალაქში ასეთი 13 სააღმზრდელო დაწესებულებაა. მერიის ინფორმაციით, 100-ზე მეტ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, აშენდა სამი ახალი ბაღი, მომავალ წელს კი კიდევ ექვსის მშენებლობა იგეგმება.