სწორედ 2020 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩანაწერს მოიცავს ახალი რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. ასამბლეა საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, არჩევნები იმ სისტემით ჩაატაროს, რომელზეც პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება იქნება.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავდაპირველ პროექტში ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის შეთანხმებასთან ერთად, პროპორციულ სისტემაზე იყო მითითება, მაგრამ ასამბლეის მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში პროპორციული სისტემა არ მოხვდა.