ახალი რეკრეაციული ზონა დედაქალაქში

თბილისში, ივერთუბანში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 6400 კვ. მ ფართობზე სკვერი მოეწყო. ტერიტორიაზე, დაჭაობების გამო მოეწყო სადრენაჟე სისტემები. პროექტის შესაბამისად აშენდა საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი, დაირგო 753 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესა ბალახი.

ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.