რუსთავში, მოსახლეობასთან შეთანხმებით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.
ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე ამჯერად მე-14 მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა. პარალელურად, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის და შიდა გზის რეაბილიტაციაც.
პროექტით საფეხმავლო ბილიკების, მწვანე ზონების, საბავშვო მოედნისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის მოწყობაა გათვალისწინებული.