რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა, ათენი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისები დაემატა.
ევროკავშირის სახელმწიფოებში მოხვედრა საკმაოდ შეღავათიანი ფასებით იქნება შესაძლებელი.
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოდან ევროპულ მიმართულებებზე უპრეცედენტო მოთხოვნა გაჩნდა, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება.
ქუთაისში მიმდინარეობს აეროპორტის გაფართოებაც. ახალი ტერმინალის მშენებლობის შემდეგ, აეროპორტი სამჯერ მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.