ქუთაისი-ათენი-ქუთაისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა​
ქუთაისი-ათენი-ქუთაისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა​

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისის პირველი ავიარეისი შესრულდა.

„აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, ავიარეისი Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით განხორციელდა. პირველი რეისის მგზავრებს ქართული ღვინო, ბორჯომი, სარაჯიშვილის კონიაკი და ტკბილეული დაურიგდათ.

დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო, რომელიც რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.

ამასთან, Wizz air-ი ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.