პირველი იანვრიდან ქვეყანაში სესხები ახალი პირობებით გაიცემა.
ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ცვლილებები ბანკების გარდა მთლიანად საფინანსო სექტორზე გავრცელდება. რეგულაციები შეეხებათ ე.წ. მევახშეებსაც. სესხის გამცემი ვალდებული ხდება, მსესხებლის გადამხდისუნარიანობა შეაფასასოს და კრედიტი მისი შემოსავლების მიხედვით გასცეს. სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის დაწესებით ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრას ცდილობს, თუმცა რეაქციები არაერთგვაროვანია.