თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმის გარშემო პარლამენტში აზრი ორად იყოფა.
დეპუტატებმა ტაქსების რეგულირების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყეს.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე ტაქსების მძღოლების დარეგისტრირება იგეგმება. სწორედ დოკუმენტის ეს ნაწილი აჩენს კანონმდებლებს შორის ყველაზე მეტ კითხვას.
დეპუტატებს ასევე აინტერესებთ, რა იქნება რეფორმის შემდეგი ეტაპი და მოუწევთ თუ არა მძღოლებს დამატებითი გადასახადების გადახდა.
კითხვებს მერის მოადგილე პასუხობდა.