საცხოვრებელ კომპლექსს „კრწანისი ვილა რეზიდენსს“ ახალი სივრცე „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ დაემატება. მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. კაფსულის ჩადებაში სიმბოლურად პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერმა და მთავრობის სხვა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სამშენებლო პროექტი, საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს.