ახალი პროექტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით

ჯანდაცვის სამინისტრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს.

იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია. მას ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ. პროექტში ჩართულები არიან როგორც იაპონელი ექსპერტები, ასევე ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ნეო-ნატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და მეანი ექთნები. გაწეული წვლილისთვის სამუშაო ჯგუფის წევრებს ჯანდაცვის მინისტრმა სერტიფიკატები გადასცა.